გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის  მთავარი  თემა
გაყოფადობის  ნიშნები
სწავლების  საფეხური (კლასი)
VI კლასი
მოსწავლეთა  პროფილი
აღნიშნულ  კლასში სწავლობს 5(ხუთიბავშვი.აქედან  3(სამგოგონაა  და  2() ვაჟი.
გაკვეთილის  მიზნები  და   შედეგები
მოსწავლე გაიწაფოს მოცემული რიცხვის ჯერადი რიცხვების, რიცხვის გაშლილი სახით წარმოდგენისას ასოითი გამოსახულებების გამოყენებაში.შეძლოს გამოიყენოს ასოითი გამოსახულებების გამარტივებისას შეკრებისა და გამრავლების თვისებები.გაიწაფოს შედეგის გაანალიზებაში და დასკვნების გამოტანაში.შეეძლოს თორიული მასალა გამოიყენოს პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.
წინასწარი  ცოდნა
●ნატურალური რიცხვის ჯერადი და გამოყოფი;
●ლუწი და კენტი რიცხვები;
●გაყოფის ნაშთის დასახელება;
●შეკრებისა და გამრავლების თვისებები (გადანაცვლებადობა, ჯუფთებადობა, გამრავლების განრიგადობა შეკრების მიმართ)

შეფასების  საგანაი  და პროცედურები
შეფასების  რუბრიკა.
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
დაფა,ფერადი  ცარცები, ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, კომპიუტერული პროგრამა  WWW.cut-the-knot.org/pythagoras/index.shtaml
გაკვეთილის  მსვლელობა/საკლასო  მენეჯმენტი
გაკვეთილზე  შესვლისას  კითხვა-პასუხის  მეთოდით  ვადგენ მოსწავლეთა  ცოდნის  დონეს.(7 წთ.)
მოსწავლეებს დავყობ ჯგუფებად და შევთავაზებ ჩაწერონ   ასოითი გამოსახულებით  4-ის ჯერადი ორი განსხვავებული რიცხვი  (4n  და 4m). ამის შემდეგ თითოეულ ჯგუფს მივცემ დავალებას ( ერთ ჯგუფს მივცემ  დავალებას ა)  ბ)  დ)  ე)  და მეორე ჯგუფს კი - ა)  გ)  დ)  ე)  ) პრეზენტაციის დროს თითოეული ჯგუფი წარმოადგენს შედგენილი გამოსახულების გამარტივების პროცესს, ასახელებენ მოქმედებების გამოყენებულ თვისებებს. აღნიშნული აქტიობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში განზოგადების, მსჯელობის, დასკვნების გამოტანის უნარის გამომუშავებას.(7 წთ.)
●იგივე ჯგუფებს დავავალებ წარმოადგინონ რიცხვები გაშლილი ფორმით. კერძოდ ჩაწერონ რიცხვები  23; 15  გაშლილი ფორმით, რომელშიც m ათული და k ერთეულია.იმსჯელონ იმაზე  თუ რა შემთხვევაში იყოფა  შემდეგი  10m+k  სახით ჩაწერილი რიცხვი 2-ზე , 5-ზე  და 10 -ზე.პრეზენტციისას ყურადღბა გამახვილდება საბოლოო შედეგების  ჩამოყალიბების ფორმებზე.
(7 წთ.)
●ბოლოს ჯგუფებს  აქტივობის გაფართოების მიზნით ვთავაზობ შემდეგ ამოცანებს:
- შეცვალონ ვარსკვალავები რიცხვებით სწორი ტოლობის მისაღბად.    245=2•100+*  ,    367=3•100+* , 2145=2•1000+*    და ასე შემდეგ..
- ჩაწერონ რიცხვი რომელშიც n ასეულია და ბოლო ორი ციფრით შედგენილი რიცხვი არის  k(100m+k).
- ჩაწერონ რიცხვი რომელშიც n ასეულია და ბოლო ორი ციფრით შედგენილი რიცხვი არის  k(100m+k) .
ხოლო ამის შემდეგ ჯგუფებს დავასაბუთებინებ  4 - ზე და 8 - ზე გაყოფის ნიშნებს დ)  და  ე) დებულებების გამოყენებით.  (7 წთ.)
შეჯამების მიზნით ჯგუფებს შევთავაზებ  შემდეგი სახის ცხრილს
რიცხვი
იყოფა
2-ზე
იყოფა
5-ზე
იყოფა
10-ზე
იყოფა
4-ზე
იყოფა
8-ზე
24





104





114





1025





2032





და ა. შ.





 და ვთხოვ გამოიყენონ მათ მიერ ჩამოყალიბებული გაყოფადობის ნიშნები.დავასრულებ ყველა თეორიული მასალის შეჯამებით. (9 წთ.)
ვისარგებლებ პროექტორით ( ინტერნეტით ) და მოსწავლეებს ვაჩვენებ შესაბამისი მასალის მაგალითებს.  (5 წთ.)
მივცემთ   მითითებებს  მთელ   კლასს   საშინაო   დავალების   შესრულების  შესახებ .(3 წთ)